დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ აშშ-ში მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა დღეს რესტორნების ბიზენსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა და კიდევ გაკეთდება, როგორც თერაპიის, ისე ვაქცინის კუთხით. მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია „მოდერნას“ მიერ ჩატარებული კვლევების დროს, ერთ-ერთმა ვაქცინამ ადრეულ ეტაპზე დადებითი შედეგები აჩვენა.
კერძოდ, როგორც „ბიბისი“ წერს, პირველ რვა ადამიანს, რომლებიც „მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის კვლევაში მონაწილეობდნენ, აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომელთაც ვირუსის ნეიტრალიზება შეუძლია.