დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ამჟამად მისი ადმინისტრაცია ფორმირების პროცესშია.

მაიკ პომპეო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობებს იკავებდა, ნიკი ჰეილი კი გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ჰეილი ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში.

„ჩემთვის სასიამოვნო და დასაფასებელი იყო მათთან მუშაობა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეომ ახალ ადმინისტრაციაში, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.