დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს
დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს. ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კრიპტო ინვესტორების კონფერენციაზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, თუ მას მეორე ვადით აირჩევენ, ის კრიპტოვალუტის განვითარებას ხელს შეუწყობს და მისი ლიდერობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები „კრიპტო სუპერძალა“ გახდება.
ტრამპი სიტყვით კრიპტო კონფერენციაზე ნეშვილში გამოვიდა. მან თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება კრიპტო საკონსულტაციო საბჭო.
„ჩვენ გვექნება რეგულაციები, მაგრამ ამიერიდან წესებს დაწერენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თქვენი ინდუსტრია და არა ისინი, ვისაც სძულთ თქვენი ინდუსტრია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.