დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატების ადგილობრივი მთავრობები უკიდურესად სუსტები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატების ადგილობრივი მთავრობები უკიდურესად სუსტები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატების ადგილობრივი მთავრობები უკიდურესად სუსტები აღმოჩნდნენ მათი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ამის შესახებ პრეზიდენტმა არიზონას ქალაქ იუმაში ვიზიტისას განაცხადა. ამგვარად დონალდ ტრამპი გამოეხმაურა აშშ-ის ფარგლებში მონუმენტების ნგრევასა და დაზიანებას. ამავე დროს, პრეზიდენტმა შტატების ადგილობრივ ხელისუფლებებს ფედერალური მთავრობის დახმარება შესთავაზა.

„შტატები იყვნენ უკიდურესად სუსტები მათი მემკვიდრეობის და მათი კულტურის დაცვაში. ასე რომ, შტატებს მოუწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა, თუმცა ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ. თუ მათ სურთ, ჩვენ სიხარულით დავეხმარებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც ერთწლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული მონუმენტების ან ძეგლების დაზიანებისთვის.

დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მონუმენტებისა და ძეგლების საიმედო დაცვის პირობა დადო.