დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვიოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, კიმ ჩენ ინი აშშ-ში მიიწვიოს

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინი შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვიოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, სინძო აბესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იაპონელი პოლიტიკოსი ვაშინგტონში სინგაპურის სამიტის განსახილველად იმყოფება. აბესთან მოლაპარაკების შემდეგ თეთრ სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული სამიტის წარმატებაში დარწმუნებულია. პირადად შეხვედრის შემდეგ კი შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ვაშინგტონშიც მიიწვიოს. პრეზიდენტმა დაამატა, რომ ვიზიტის შემთხვევაში, ლიდერებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა სინგაპურში, 12 ივნისს არის დაგეგმილი. სამიტი კუნძულ სანტოსაზე, ადგილობრივი დროით, დილის 09:00 სთ-ზე შედგება.