დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი არა ჯო ბაიდენი, არამედ „ფეიკნიუსების“ მედიაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს რეალურ კონკურენტად არ აღიქვამს.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მისი მთავარი კონკურენტი მედიაა, რომელიც „ფეიკ ნიუსებს“ ავრცელებს.
„მე მძინარა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ არ ვიბრძვი, ის ფაქტორიც კი არ არის. არასდროს ყოფილა. გახსოვთ 1%-იანი ჯო? მე საპრეზიდენტო არჩევნებში ვებრძვი რადიკალი მემარცხენეების, არაფრის მაქნისი დემოკრატების პარტნიორს, ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას – „ფეიკნიუსების“ მედიას. ისინი დაუნდობლები არიან, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით.