დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სალოცავები აუცილებელი ადგილებია და დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები აუცილებელ დაწესებულებებად გამოცხადა და მათი დაუყოვნებლივი გახსნა მოითხოვა.
„დღეს მე სალოცავ ადგილებსა და ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს აუცილებელ ადგილებად ვაცხადებ. ისინი აუცილებელ საქმიანობას ეწევიან. ზოგიერთმა გუბერნატორმა აუცილებელ ადგილად აბორტის კლინიკები და ალკოჰოლის მაღაზიები გამოაცხადა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ეკლესიები და სალოცავი ადგილები. ეს არასწორია“, – განაცხადა ტრამპმა ბრიფინგისას.
დონალდ ტრამპი გუბერნატორებს მოუწოდებს, რომ სამლოცველოები დაუყოვნებლივ გახსნან, ხოლო სასულიერო პირებისგან უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად გათვალისწინებას ელოდება.
„მათ უყვართ თავიანთი მრევლი და არ სურთ, რომ მათ რაიმე ცუდი დაემართოთ. გუბერნატორებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და ეს აუცილებელი ადგილები ახლავე გახსნან. თუ არ იზამენ, მე გავაკეთებ ამას “, – აცხადებს ტრამპი.