დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

00:19, 22.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნას!“ – წერს ტრამპი.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი