დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი, შესაძლოა, ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი, შესაძლოა, ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო ალექსეი ნავალნის სიკვდილში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

„არ ვიცი, მაგრამ მაინც, შესაძლოა. მე ვგულისხმობ, რომ, შესაძლოა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ეკისრება თუ არა პუტინს პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე.

„ის ახალგაზრდა კაცია, ასე რომ, სტატისტიკურად ის დიდხანს იქნებოდა ცოცხალი, ასე რომ, რაღაც უჩვეულო მოხდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ინტერვიუს დროს ტრამპმა თქვა, რომ იმედოვნებს, არ მოუწევს არჩევანის გაკეთება პუტინსა და კიევში იარაღის გაგზავნას შორის.

„იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მიდის. ჩემი პრეზიდენტობის დროს ომი არასდროს მოხდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.