დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების გეგმას წარადგენს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების გეგმას წარადგენს.
ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არ ძალუძს მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობა.
მან ასევე განმარტა, რას ეტყოდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მშვიდობის მისაღწევად.
„ზელენსკის ვეტყოდი: „კმარა. თქვენ უნდა დადოთ შეთანხმება“. პუტინს ვეტყოდი: „თუ შეთანხმებას არ გააფორმებთ, კიევს ბევრს მივცემთ“. თუ საჭირო გახდება, ჩვენ უკრაინას მივცემთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ. ერთ დღეში დავდებ შეთანხმებას. ერთ დღეში“, – განაცხადა შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა.