დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოკლაჰომაში მის მხარდამჭერ მიტინგზე მილიონი ადამიანი მივა
ტულსაში, ოკლაჰომას შტატში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი 20 ივნისისთვის არის დაგეგმილი. მიტინგი თავდაპირველად 19 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ამ დღეს აშშ-ში მონობის დასრულებას აღნიშნავენ. ტრამპმა შეკრების თავდაპირველი თარიღი ამ დღესასწაულის გამო 20 ივნისს გადაიტანა. როგორც დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ განაცხადა, შეკრებაზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე მილიონამდე ადამიანმა გაიარა.
„ტულსაში, ოკლაჰომაში შაბათს, საღამოს დაგეგმილ მიტინგზე დასასწრებ ბილეთებზე განაცხადი ერთ მილიონამდე ადამიანმა გააკეთა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელი.
ტრამპმა მიტინგთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ ამერიკის „მდუმარე უმრავლესობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“.