დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოფიციალურ პირებს სამთავრობო ჩანაწერები არ გადასცა, რადგან დოკუმენტების დასალაგებლად დრო არ ჰქონდა
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალურ პირებს სამთავრობო ჩანაწერები არ გადასცა, რადგან ყუთების დასალაგებლად ის ძალიან დაკავებული იყო. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ დოკუმენტები შერეული იყო პერსონალურ მასალებთან და მას არ ჰქონდა დრო, რომ პირადი და სამთავრობო დოკუმენტები დაეხარისხებინა. ინტერვიუს დროს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი მასალა საიდუმლოდ დარჩა მაშინაც კი, როცა დოკუმენტები თავად ჰქონდა და განაცხადა, რომ არ იცოდა, მის მიერ აღებული მასალები შეიცავდა თუ არა ირანზე პერსპექტიული თავდასხმის სამხედრო გეგმებს. ამასთან, როგორც მედის წერს, ტრამპი ადასტურებს, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტს ინახავდა, სადაც ირანზე პერსპექტიული თავდასხმის სამხედრო გეგმა დეტალურად იყო აღწერილი.
„არ იყო არანაირი დოკუმენტი. ეს იყო ქაღალდების დიდი რაოდენობა. ეს იყო გაზეთები, მოთხრობები, ჟურნალები და სტატიები. მე არ მქონდა დოკუმენტი“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად აქვს წაყენებული. აქედან, 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება. ტრამპი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.