დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს მხოლოდ მის გადადგომაზე სასაუბროდ შეხვდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს მხოლოდ მის გადადგომაზე სასაუბროდ შეხვდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მემარცხენე რადიკალებისგან განსხვავებით, მე ყოველთვის შევეწინააღმდეგები სოციალიზმს ვენესუელელ ხალხთან ერთად. ჩემი ადმინისტრაცია ყოველთვის თავისუფლების მხარეს იდგა და ეწინააღმდეგებოდა მადუროს დესპოტურ რეჟიმს! მე მზად ვარ, შევხვდე მას, მხოლოდ ერთ საკითხზე სასაუბროდ – ესაა მის მიერ ძალაუფლებსი მშვიდობიანი დათმობა!“ – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელას სანაპიროსთან დააკავეს 15 ადამიანი, რომლებიც ვენესუელაში „შეჭრას გეგმავდნენ“. მათ შორის იყო ორი ამერიკელი, რომლებიც როგორც მადურო ამტკიცებს, დონალდ ტრამპის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ ეს ბრალდება უარყო.
აღსანიშნავია, რომ აშშ და კიდევ 60 ქვეყანა ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს აღიარებს, რომელმაც ვენესუელის ლიდერად თავი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოსაც.