დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმედგაცრუებას იწვევს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმედგაცრუებას იწვევს.
როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა თეთრს სახლში მედიასთან საუბარისას განაცხადა.
„დიახ, იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამას ხედავ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს დაარეგულირებენ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის მორიგ შეთანხმებას აშშ-ის შუამავლობით 25 ოქტომბერს მიაღწიეს. თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.