დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ინსულტის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ინსულტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„ეს არასდროს მთავრდება, ახლა ისინი ცდილობენ თქვან, რომ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი, მე, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ვიყავი, რადგან მინი ინსულტები დამემართა.
ეს ამ კანდიდატს არასდროს მოსვლია – ეს ფეიკ ნიუსებია! შეიძლება ისინი მეორე კანდიდატზე საუბრობენ მეორე პარტიიდან“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“.