დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე უქმეებზე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქციებს გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის გამართვას გეგმავს, სადაც მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქსნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ შაბათს, საღამოს აქციის მოწყობას შევეცდები, თუ საკმარისი დრო გვექნება ორგანიზებისთვის. აქციის ჩატარება ფლორიდაში გვინდა. შეიძლება, შემდეგ დღეს აქცია გავმართოთ პენსილვანიაშიც“, – აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა, შონ კონლიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია და ამ კვირაშივე შეძლებს თავისი საქმიანობის სრულფასოვნად გაგრძელებას.