დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში, კონსერვატორების ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დამთავრებას შეძლებს. ტრამპი ამბობს, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობები აქვს პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტი მას აუცილებლად მოუსმენს.

„ვიდრე ოვალურ ოფისში შევალ, მოვაგვარებ კატასტროფულ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის. ის ძალიან სწრაფად მოგვარდება. პრობლემას ძალიან სწრაფად გადავჭრი. ამისთვის ერთ დღეზე მეტი არ დამჭირდება. ვიცი, რა უნდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ დავასრულე მისი მილსადენი. გახსოვთ, ისინი ამბობდნენ, რომ ტრამპი რუსეთს ბევრს აძლევს. მართლა? პუტინმა მე მითხრა, რომ თუ შენ ჩემს მეგობრად ითვლები, მაშინ ნამდვილად არ ვისურვებდი შენს მტრად ხილვას“, – განაცხადა ტრამპმა.