დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, არ დაეწყო ომი უკრაინაში
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, არ დაეწყო ომი უკრაინაში
„მე მას ვუთხარი, არ გააკეთო ეს, ვლადიმერ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია არ მოხდებოდა, აშშ-ის ხელისუფლებაში ის რომ დარჩენილიყო.
„ოვალურ კაბინეტში ჩემს მოსვლამდე, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, მე რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელ ომს მოვაგვარებ. ის არასდროს მოხდებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მე ამაზე პუტინს ველაპარაკე. ეს ძალიან ღიად ვუთხარი, მას ამაზე ვესაუბრე. ეს მისი თვალისჩინი იყო. მე ვთქვი: „არ გააკეთო, ეს ვლადიმერ. შენ დიდ შეცდომას უშვებ“, მე მას კიდევ რამდენიმე რამ ვუთხარი. მან მითხრა – „შენ ამას არ გააკეთებ“. მე ვთქვი – „კი, გავაკეთებ“. მან სავარაუდოდ არ დამიჯერა, თუმცა დამიჯერა 10 პროცენტით და სულ ეს იყო საჭირო. როგორც კი მე (პრეზიდენტის თანამდებობა) დავტოვე, მათ (რუსმა სამხედროებმა) ფორმირება დაიწყეს“ , – განაცხადა დონალდ ტრამპმა.