დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იქნება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აცხადებს პრეზიდენტი, რომ ვაქცინა ოქტომბერში იქნება, იმ დროს, როდესაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა სენატის პანელს განუცხადა, „რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას ნოემბრის ან დეკემბრისთვის შეიმუშავავებდნენ, ის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2021 წლის მეორე, ან მესამე კვარტალში იქნებოდა“, ტრამპმა აღნიშნა, რომ რობერტ რედფილდი ამ განცხადების გაკეთებისას დაიბნა.
„ვფიქრობ, მან ამის განცხადებისას შეცდომა დაუშვა. როდესაც ეს თქვა, მჯერა, ის დაიბნა. გეუბნებით, რომ ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.