დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო კიდევ სამი მეგობარი დაკარგა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო კიდევ სამი მეგობარი დაკარგა

აშშ-ის პრეზიდენტი,  დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის გამო კიდევ სამი მეგობარი დაკარგა.

ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვესაუბრე ოთხ ოჯახს, იმ ხალხის ოჯახებს, ვინც კორონავირუსით დაიღუპა და რომლებიც ჩემთან პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი.

მე დავკარგე ძალიან კარგი მეგობარი. მე ასევე, დავკარგე კიდევ სამი მეგობარი. ორ მათგანთან ერთად ბიზნესს ვაკეთებდი,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.