დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, აშშ აღარ დაიხურება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაიხურება. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში კომპანია „ფორდის“ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.
„ამბობენ, რომ ეს საკმაოდ დიდი ალბათობით მოხდება. ეს სტანდარტია. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს. არ ვაპირებთ ქვეყნის დახურვას. ჩვენ ცეცხლს ჩავაქრობთ“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა მეორე ტალღის ალბათობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
დონალდ ტრამპის დარწმუნებულია, რომ ქვეყანას შესწევს უნარი, მომავალში ეპიდემია შეაკავოს.
„იქნება ეს ნაკვერჩხალი თუ ცეცხლი, ჩვენ მას ჩავაქრობთ. თუმცა ქვეყანას არ დავხურავთ“, – განაცხადა ტრამპმა.