ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ისტორიაში, რადგან კვლავ ვხსნით ჩვენ ქვეყანას, – აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ტრამპი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ აშშ-ის ეკონომიკა იმაზე ძლიერი და დიდებული იქნება, ვიდრე ეს სადმე სხვაგან შეიძლება იყოს.
პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას აღარ სურს პანდემიის გამო ჩაკეტილი ქვეყანა.
„ხალხს სურს, რომ ქვეყანა გაიხსნას. ჩვენ გვსურს ამის უსაფრთხოდ გაკეთება, თქვენ იცით სოციალური დისტანცირების, ხელების დაბანისა და ყველაფრის შესახებ, რისი გაკეთებაც საჭიროა“,- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ს ბოლო მონაცემებით 75 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულია მილიონ 250 ათასი ადამიანი.