დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე ოთხი დღის ვადაში უნდა წარდგეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე ოთხი დღის ვადაში უნდა წარდგეს, ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
კონგრესის გამოძიებამ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის ბრალდება წამოაყენა.
2021 წლის 6 იანვარს ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ამ დროს თეთრ სახლთან ექსპრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.