დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონიერი ხმებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონიერი ხმებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანონიერი ხმებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„კანონიერი ხმებით, მე მარტივად ვიგებ აშშ-ს პრეზიდენტობას. დამკვირვებლებს არანაირი ფორმით არ მიეცათ საშუალება, თავიანთი საქმე ეკეთებინათ, ასე რომ ამ პერიოდში მიღებული ხმები არაკანონიერად უნდა გამოცხადდეს. ეს უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, – წერს დონალდ ტრამპი.