დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაუმარჯვია
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაუმარჯვია.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯო ბაიდენი მერყევ შტატებში დამარცხდა.
„მას არ მოუგია არჩევნები. ის ექვსივე მერყევ შტატში ბევრით დამარცხდა. შემდეგ მათ თითოეულ შტატში ჩაყარეს ასობით ათასი ხმა და ისინი გამოიჭირეს. ახლა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა იბრძოლონ, რომ მათ დიდი გამარჯვება არ მოპარონ. ნუ იქნებით სუსტი სულელები“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი 3 ნომებერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა.
ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ.