დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს
დონალდ ტრამპი და ჯეიმს დევიდ ვენსი ფიქრობენ, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს.
„ფოქს ნიუსთან“ ერთობლივი ინტერვიუს დროს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გადატრიალება, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ერთგვარად“.
თავის მხრივ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც დაეთანხმა, რომ ეს გადატრიალების პროცესია.
„ვფიქრობ, ეს ასეა. არის საკონსტიტუციო პროცესი, 25-ე შესწორება. თუ ჯო ბაიდენი ვერ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ვერ იქნება პრეზიდენტის პოსტზე და თუ მათ სურთ მისი გადაყენება, რადგან ის ფსიქიკურად უუნაროა თავისი მოვალეობების შესასრულებლად, იყენებ 25-ე შესწორებას. არ შეგიძლიათ ამის გაკეთება დემოკრატებისთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გზით. თუ ეს რეალური პრობლემაა, მათ შესაბამისად უნდა იზრუნონ მასზე“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.