დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნებში 80 მილიონი ხმა მოტყუებით ან უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ბაიდენს შეუძლია, შევიდეს თეთრ სახლში როგორც პრეზიდენტი, მხოლოდ თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ აბსურდული „80 000 000 ხმა” არ იყო მოპოვებული მოტყუებით ან უკანონო გზით. როდესაც ხედავ, რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილუოკიში, ხმის მიცემასთან დაკავშირებული მასობრივი თაღლითობა, მას ექმნება დიდი გადაუჭრელი პრობლემა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.