დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერჯერობით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერჯერობით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გაკეთებას არ გეგმავს და შესაფერის დროს დაელოდება.
„თეთრ სახლში მომუშავე ადამიანები, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ვაქცინას მოგვიანებით მიიღებენ. მე ვითხოვე ამის კორექტირება. ჯერჯერობით არ ვგეგმავ ვაქცინის გაკეთებას, დაველოდები შესაფერის დროს “- წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ ტვიტერზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა.