დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას შეუძლია, მონაკოზე უკეთესი ადგილი გახდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას შეუძლია, მონაკოზე უკეთესი ადგილი გახდეს

ღაზას შეუძლია იყოს მონაკოზე უკეთესი, ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ღაზას შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, მაგრამ პალესტინელებს არ გაუკეთებიათ საკმარისი, რათა თავიანთი ხელსაყრელი მდებარეობით ესარგებლათ.

კითხვაზე, სწორად აღდგენის შემდეგ შეუძლია თუ არა ღაზას კონკურენცია გაუწიოს მონაკოს, ტრამპმა უპასუხა რომ მას შეუძლია მონაკოზე უკეთესი იყოს.

„ღაზას აქვს საუკეთესო მდებარეობა ახლო აღმოსავლეთში, უკეთესი წყალი, უკეთესი ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.