დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გეი საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას მისცემდა
დონალდ ტრამპის თქმით, გეი საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას მისცემდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს ამერიკელებმა გეი პრეზიდენტი აირჩიონ.
„მე ასე ვფიქრობ. არიან ისეთებიც, ვინც ასე არ ფიქრობს. მე გეი კანდიდატის მოწინააღმდეგეთა შორის არ ვიქნები“, – განაცხადა ტრამპმა.
აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ კრებაზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებმა მხარი პიტ ბუტეჯეჯს დაუჭირეს. ბუტეჯეჯი პირველი გეი პრეზიდენტობის კანდიდატია.