დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერო-ში კი არ დასცინოდნენ, არამედ მასთან ერთად იცინოდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერები გაეროში კი არ დასცინოდნენ, არამედ მასთან ერთად იცინოდნენ.
„ყალბი ახალი ამბების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხალხი პრეზიდენტ ტრამპზე იცინოდა. ისინი მე არ დამცინოდნენ, ხალხმა კარგი დრო გაატარა ჩემთან ერთად“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრობდა. ტრამპის შენიშვნებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.