დონალდ ტრამპი - ბრალი წამიყენეს იმის გამო, რომ ჩვენი ეშინიათ, ახლა ხედავენ მოძრაობას, რომელიც აშშ-ის ისტორიაში არასდროს ყოფილა, გავხადოთ აშშ ისევ დიადი
დონალდ ტრამპის თქმით, მას ბრალი წაუყენეს, რადგანაც მისი ეშინიათ. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ კაროლინაში, რესპუბლიკელ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების დამარცხება შეუძლია.
„ყოველთვის, როდესაც მემარცხენე დემოკრატები ამას აკეთებენ და მარქსისტები, კომუნისტები, ფაშისტები ბრალს წამიყენებენ, ამას დიდ ჯილდოდ და პატივად ვთვლი, რადგან მე თქვენ გამო წამიყენეს ბრალი. მე ბრალი წამიყენეს იმის გამო, რაც გავაკეთე და იმის გამო, რომ მათ ჩვენი ეშინიათ, რადგან ახლა ხედავენ მოძრაობას, რომელიც აშშ-ის ისტორიაში არასდროს ყოფილა – გავხადოთ აშშ ისევ დიადი. და გახსოვდეთ, მტრებს ჩვენი შეჩერება სურთ, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია. სწორედ ამიტომ არის შემდეგი არჩევნები მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, დონლად ტრამპს ახალი ბრალი გასულ კვირას წარუდგინეს. 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმეზე მას ოთხი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. თავად ტრამპი ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს.