დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავღანეთთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ უკონტროლო იყო. მას შემდეგ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ხალიფატი მალე განადგურდება, რაც ორი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს ავღანეთთან დაკავშირებითაც, სადაც 18 წელია შეტაკებებია“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი და თალიბანის დელეგაცია ერთმანეთს გასულ კვირას შეხვდნენ. ყატარში გამართული მოლაპარაკებების 6-დღიანი რაუნდის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ პროგრესი არის.