დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ამ ეტაპზე არ განიხილავს
აშშ თურქეთში რუსული სარაკეტო სისტემა ს-400-ის განთავსების გამო, ანკარასთვის სანქციების დაწესებას ამ ეტაპზე არ განიხილავს, -ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ამ გადაწყვეტილების გამო, ვაშინგტონი F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების წარმოების საკითხში თანამშრომლობას წყვეტს ანკარასთან. ამერიკული ავიაგამანადგურებლის 900-მდე დეტალი სწორედ თურქეთში იწარმოებოდა, რაც ქვეყანას მილიარდობით დოლარს დააკარგვინებს.
ამერიკული მხარის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო არიან ანკარაში. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებს შორის ჯანსაღი ურთიერთობები ასეთი ტიპის ცალმხრივი გადაწყვეტილებების ფონზე ვერ შენარჩუნდება.