დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
„სიენენთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები პატიოსნად ჩატარდება და ქვეყანაში უნდა იყოს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ხმის მიცემა პირადობის მოწმობის ჩვენების გარეშე ლეგალური იქნება, კონკრეტულად 15 შტატში, რომლებიც დაეყრდნობა ამომრჩეველთა გადამოწმების სხვა ფორმებს. დანარჩენ შტატებში ამომრჩევლებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ იდენტიფიკაციის გარკვეული ფორმა კენჭისყრამდე.
არგუმენტის ნაწილად, რომ 2020 წლის არჩევნები იყო გაყალბებული, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაზვერვის 51-მდე აგენტმა 16-პუნქტიანი განსხვავება გააკეთა არჩევნების შედეგში. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სხვა პრეზიდენტებმაც წაიღეს ჩანაწერები, როდესაც მათ თეთრი სახლი დატოვეს – მათ შორის ბარაკ ობამამ, რიჩარდ ნიქსონმა და რონალდ რეიგანმა.