დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, თუ ეს საჭირო გახდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, თუ ეს საჭირო გახდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში სანავთობო კომპანიის „შელის“ თანამშრომლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჩინეთის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის გაპრეზიდენტებამდე აშშ ორგანიზაციაში ყველა დავას აგებდა.
„ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყველა საქმეს ვაგებდით. თითქმის ყველა ჩვენი საქმე იყო წაგებული. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ სულელები ვართ. ისინი მართავდნენ მდგომარეობას. შემდეგ კი მე მოვედი. ახლა ჩვენ ბევრ საქმეს ვიგებთ, რადგან მათ იციან, მათი პოზიციები არასაკმარისად მყარია. ჩვენ დავტოვებთ მას, თუ მოგვიწევს. მოულოდნელად ბევრ საქმეს ვიგებთ. ჩვენი საქმეების უმეტეს ნაწილს ვიგებთ. ეს მხოლოდ დამოკიდებულების გამოა, რადგან ვიცით, რომ ისინი წლების განმავლობაში გვატყუებდნენ. ეს ასე აღარ მოხდება. ისინი ამას მიხვდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.