დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პალესტინის მხარდამჭერ და ისრაელის მოწინააღმდეგე უცხოელ სტუდენტებს ქვეყნიდან გააძევებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პალესტინის მხარდამჭერ და ისრაელის მოწინააღმდეგე უცხოელ სტუდენტებს ქვეყნიდან გააძევებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
„ერთი რამ, რასაც ვიზამ, არის ის, რომ ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც გააპროტესტებს, ქვეყნიდან გავაგდებ. იცით, რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტია. როგორც კი ისინი ამას გაიგებენ, კარგად მოქცევას დაიწყებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ბოლო პერიოდში აშშ-ის კოლეჯებში პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დაამარცხებს „რადიკალურ რევოლუციას“.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ტრამპმა შეაქო ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი აქციის დაშლისთვის და სხვა ქალაქებსაც იმავეს გამეორებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ღაზაში მიმდინარე ომს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, „მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, გააგრძელოს ტერორის წინააღმდეგ ომი“.