აშშ ინდოეთს სამი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ინდოეთს სამი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ინდოეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
დონალდ და მელანია ტრამპი ინდოეთში დღეს ჩავიდნენ.
აშშ-ის ლიდერი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, გუჯარათში, მოტერას სტადიონზე შეკრებილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ტრამპის გამოსვლას არენაზე შეკრებილი 100 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.
მანამდე ტრამპმა, აშშ-ის პირველ ლედისთან ერთად მაჰათმა განდის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ტრამპი ინდოეთში ვიზიტის დროს ვაშინგტონსა და დელის შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილებს ყურადღებას.