დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა

დონალდ ტრამპს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა.

ჰელსინკის სამიტის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებმა თეთრი სახლის ლიდერს დაუსვეს კითხვა, სჯერა თუ არა აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„დაზვერვის წარმომადგენლები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, თუმცა პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ასე იყოს“, – უპასუხა დასმულ კითხვაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თანამშრომლებში დარწმუნებულია, თუმცა დასძინა, რომ დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, პრეზიდენტ პუტინის პოზიცია საკმაოდ მყარი და დამაჯერებელია.