დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მტკიცედ განიხილავს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მტკიცედ განიხილავს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფინანსურად ეხმარება ზოგიერთ მხარდამჭერს, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თავდასხმაში ბრალდებულების შეწყალების მომხრეც არის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ძალიან, ძალიან დადებითად განვიხილავ სრულ შეწყალებას. თუ გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას და თუ მოვიგებ, ძალიან, ძალიან მტკიცედ განვიხილავ შეწყალებას, სრულ შეწყალებას“, – განცხადა დონალდ ტრამპმა.

2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ. თავდასხმის გამო 850 ადამიანი დააკავეს. გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რაც აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.