აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი გავლენიანი ლიდერი დაკავებულია. თეთრი სახლის ლიდერი ერაყის მიერ სამხედრო დაჯგუფების ხუთი მეთაურის აყვანას გულისხმობდა.
ერაყის დაზვერვამ ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურები მაშინ დააკავა, როცა ისინი მეზობელი სირიიდან საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
„ISIS-ის ხუთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი ახლახანს დააკავეს!“, – ტრამპმა ეს განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ერაყის მხარე კი დაჯგუფების მეთაურების აყვანის შესახებ აცხადებს, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან ლიდერებს შორის არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულებს შორის არ არის ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.