ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ინდოეთში ვიზიტის დროს ტაჯ მაჰალი დაათვალიერეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, ისტორიულ შენობასთან იმყოფება ტრამპის სიძე და მისი მრჩეველი ჯარედ კუშნერი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი.
დონალდ ტრამპი ინდოეთში 36-საათიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის და ერთ-ერთ სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.