ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ერაყში პირველად ჩავიდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ამერიკელ სამხედროებს შობა მიულოცეს.
„მათ მადლობა გადაუხადეს ამერიკელ ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ტრამპები ერაყში მდებარე სამხედრო ბაზა ალ-ასადზე ბორტ ნომერ ერთით ჩავიდნენ.
ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო რეგიონში. ერაყში ამჟამად 5000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ერაყელ სამხედროებს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან.