დონალდ ტრამპი - „რესპუბლიკური პარტია“ ამერიკელი მუშის, ამერიკული ოჯახისა და ამერიკული ოცნების პარტიაა
„რესპუბლიკური პარტია“ ამერიკელი მუშის, ამერიკული ოჯახისა და ამერიკული ოცნების პარტიაა“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.
„დემოკრატიული პარტია“ მაღალი გადასახადების, მაღალი კრიმინალის, ღია საზღვრების, გვიანი ვადების აბორტების, სოციალიზმის, აშკარა კორუფციის და მეორე შესწორების ტოტალური განადგურების პარტიაა. „რესპუბლიკური პარტია“ ამერიკელი მუშის, ამერიკული ოჯახისა და ამერიკული ოცნების პარტიაა!“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება მოქალაქის იარაღის ტარების უფლებას უზრუნველყოფს.