დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული არჩევნების დღესვე არ გახდეს ცნობილი
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული არჩევნების დღესვე არ გახდეს ცნობილი

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული არჩევნების დღესვე არ გახდეს ცნობილი.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.

ამ საკითხზე ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საარჩევნო შტაბის წევრებთან შეხვედრაზეც.

„იმედი მაქვს, რომ ისინი აამუშავებენ ამ ძვირად ღირებულ კომპიუტერებს. კომპიუტერების გამოყენების მიზეზი ისაა, რომ გინდა, დრო მოიგო, რომ ეს სწრაფად მოხდეს. კომპიუტერებს იმისთვის არ იყენებ, რომ შედეგი სამი დღის შემდეგ გქონდეს. ცოტა საშიშია, როცა ამას ამბობენ. რას აკეთებენ? კომპიუტერს იმისთვის იყენებ, რომ ის სწრაფად ითვლის, მაგრამ ახლა გამოდის, რომ ქაღალდის ბიულეტენებით ეს უფრო სწრაფად ხდება. რაღაც ხდება, რაღაც ისე ვერ არის და ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამეა შესაცვლელი“, – განაცხადა ტრამპმა.