ესპანური გამოცემა Don Balon წერს, რომ მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონაში” გადავიდეს სათამაშოდ.
გაზეთის ინფორმაციით, “ბარსელონა” ესპანელი ფეხბურთელის გაფორმებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ “რეალი” “პარი სენ-ჟერმენიდან” “ბარსას” ექსფეხბურთელის ნეიმარის გადაბირებას მოახერხებს.
თავად კატალონიელები კი 25 წლის ისკოს ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს გუნდს და ჩინეთის ჩემპიონატში სათამაშოდ გაემგზავრება.
ტრანსფერის ალბათობას ზრდის ის, რომ ისკო უკმაყოფილოა “რეალში” საკუთარი მდგომარეობით. თუმცა, ჟურნალისტები მას არა “ბარსელონაში”, არამედ “ჩელსიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.