Don Balon - „რეალი“ ნეიმარის სანაცვლოდ ბეილსა და კროოსს დათმობს
Don Balon - „რეალი“ ნეიმარის სანაცვლოდ ბეილსა და კროოსს დათმობს

ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის, ნეიმარის, მადრიდის “რეალში” სავარაუდო გადასვლის შესახებ. ბრაზილიელი 2018 წლის ზაფხულში “სამეფო კლუბის” პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

ბოლო ერთ დღეში, ამ თემასთან დაკავშირებით ორჯერ დაიწერა. ჯერ “მარკამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რეალი” არ იაქტიურებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე, რათა თანხა დაზოგოს და ზაფხულში 200 მილიონად გადაიბიროს ნეიმარი.

ამის შემდეგ კი იყო Don Balon-ის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, “რეალი” მზად არის, გარეტ ბეილი და ტონი კროოსი დათმოს ბრაზილიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

“პარი სენ-ჟერმენს” ნეიმარის შეძენა 220 მილიონი ევრო დაუჯდა.