დომინიკ ტიმმა პირველი წრე წააგო | უიმბლდონი 2019
დომინიკ ტიმმა პირველი წრე წააგო | უიმბლდონი 2019

უიმბლდონის პირველ წრეში გაგრძელდა სენსაციები. ტურნირის მეექვსე და მეშვიდე ჩოგნების – ალექსანდრ ზვერევისა და სტეფანოს ციციპასის გამოვარდნის შემდეგ, ბრძოლას ჩამოშორდა მეხუთე ნომერი, როლან გაროსის ფინალისტი დომინიკ ტიმი. ავსტრიელმა წააგო 2017 წლის ნახევარფინალისტთან, ამერიკელ სემ კუერისთან – 7:6(4), 6:7(1), 3:6, 0:6.

ტიმმა მხოლოდ პირველ ორ სეტში შეძლო თანაბარი ბრძოლა. საწყისმა ორმა პარტიამ ბრეიკების გარეშე ჩაიარა და მეტოქეებმა ტაი-ბრეიკზე მოგებები გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ტიმმა 5:4-ზე ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც მე-13 გეიმში ანგარიშით 1:7 განადგურდა.

მესამე სეტის პირველ ნახევარშიც თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა 3:3-ის შემდეგ – კუერიმ ზედიზედ ცხრა გეიმი (!) მოიგო და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.