დომინიკ ტიმი როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა #1TVSPORTT
დომინიკ ტიმი როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა #1TVSPORTT

პარიზში სტარტი აიღო საფრანგეთის ღია პირველობამ ჩოგბურთში. „როლან გაროსის“ ძირითადი ბადის პირველივე საშეჯიბრო დღეს სენსაცია დაფიქსირდა.

წინა წლებში მსოფლიო რეიტინგის ხუთეულის მოთამაშე, გამოცდილი და თიხის საფარზე საკმაოდ კარგად მოასპარეზე დომენიკ ტიმი ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ავსტრიელი ჩოგბურთელი რეიტინგის 97-ე ნომერს, ჰუგო დელინს შეხვდა და სამ სეტში 3:6 2:6 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი მოთამაშე ტრამვის გამო ერთი წლის განმავლობაში ტურნირებზე არ ასპარეზობდა. დომინიკ ტიმმა პარიზამდე უკანასკნელი მატჩი 2021 წლის 12 მაისს რომის მასტერსზე გამართა.