დომინიკ რისტორი - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზმომარაგების დივერსიფიკაციას ხელს არ უწყობს და ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზმომარაგების დივერსიფიკაციას ხელს არ უწყობს და ევროკავშირი მას მხარს არ დაუჭერს – ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა დომინიკ რისტორმა განაცხადა.
დომინიკ რისტორის თქმით, განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამჭვირვალობის და თანასწორი წვდომის პრინციპებს დაარღვევს. ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, ბრიუსელი უკრაინას გაზის ტრანზიტის მოლაპარაკებებზე მას შემდეგ დაეხმარება, რაც „ნაფტოგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის კონტრაქტი შეწყდება.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს გერმანია უჭერს მხარს, უკრაინა და პოლონეთი კი აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზით ევროპის მომარაგებას ითვალისწინებს. გაზსადენის მოცულობა წლიური 55 მილიონი კუბური მეტრი იქნება. პროექტის ღირებულება 9.5 მილიარდი ევროა.